ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოლიმპიადაზე მედლებით ამერიკა და რუსეთი ლიდერობენ


ამერიკელმა მოთხილამურე ტედ ლიგეტიმ მამაკაცების გიგანტურ სლალომში სოჭის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

მას, მეორე და მესამე ადგილზე ფრანგი სპორტსმენები სტივ მისილიერი და ალექს პინტურალი მიყვნენ.

შვეიცარიელმა პატრიცია კუმერმა პირველად გამართულ ქალების სნოუბორდინგში პირველი ადგილი მოიპოვა.

ამ ეტაპზე ოლიმპიადაზე 21 მედლით შეერთებული შტატები და რუსეთი ლიდერობს. ნიდერლანდებს 20, ნორვეგიას 18, კანადას 17 და გერმანიას 15 მედალი აქვს.
XS
SM
MD
LG