ვაშინგტონი —
სოჭში ზამთრის ოლიმპიადის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ოლიმპიური თამაშები ჯანსაღი ცხოვრების წესისადმი მეტ ინტერესს გააჩენს. რუსეთი ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი მონაცემებით გამოირჩევა, რაც უმეტესად არასწორი ცხოვრების წესის ფაქტორს უკავშირდება. მთავრობის მონაცემებით, წელიწადში 400 ათასი ადამიანი თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებული მიზეზებით იღუპება. რუსეთში ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება ხომ დიდი ხანია კარგად ცნობილი პრობლემაა.
სოჭი ჯანსაღი იმიჯის დამკვიდრებას ცდილობს. ქალაქის მეურვეებმა „თამბაქოსგან თავისუფლების“ ქარტიას ხელი ჯერ კიდევ 2010 წელს მოაწერეს. თუმცა, ამ ბარხატოვან სანაპირო ქალაქში ერთხელ გასეირნებითაც დარწმუნდებით, რომ ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა გასაწევი. საზოგადოებრივ პარკებში სკამების უმრავლესობაზე ხალხი ზის, ძირითადად მამაკაცები, რომლებიც უზომოდ ბევრს ეწევიან და ხანდახან ქაღალდის პარკებში დამალულ ბოთლებს ჩუმად იღებენ და სვამენ.
რუსეთში სიგარეტს მამაკაცების 60 და ქალების 25 პროცენტი ეწევა. და კიდევ უფრო უარესი: კვლევებით დასტურდება, რომ ყოველი მე-8 სიკვდილი ალკოჰოლის, განსაკუთრებით -არყის- დიდი რაოდენობით მიღებას უკავშირდება.
ოლიმპიადის მოხალისე, ყოფილი მწეველი ანდრეი პროკოფიევი იმედოვნებს, რომ ის პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთ საინტერესო საშუალებაში მონაწილეობს. მან „ჯანმრთელობის ექსპოზიციის“ მოწყობაში მიიღო მონაწილეობა. ეს სოჭის ცენტრში განთავსებული ერთგვარი გზისპირა კლინიკაა.
„რუსეთში ბევრი სხვადასხვა პრობლემაა. ზოგიერთი ისეთივე გავრცელებული დაავადებაა, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში. თუმცა, მთავარ საკითხად სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლის მიღება და დამოკიდებულებასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები რჩება“ - ამბობს ის.
კლინიკაში პროფესიონალები ჯანმრთელობის 8 მთავარ სტატისტიკურ მონაცემს იკვლევენ: სისხლის წნევით დაწყებული, ხელში ძალის გაზომვით დამთავრებული. ამის შემდეგ გეუბნებიან თქვენს ე.წ. „ბიოლოგიურ ასაკს“, რომლითაც ადგენენ, თუ ბიოლოგიურად რამდენი წლისაა თქვენი ორგანიზმი.
გალინას, ბეწვეულში გამოწყობილ ელეგანტურ ქალბატონს უთხრეს, რომ მას ჭარბი წონა აქვს. მისი ორგანიზმის ბიოლოგიური ასაკი კი 69 არის, იმის მიუხედავად, რომ სინამდვილეში ის 62 წლისაა.
„ცოტა განერვიულებული ვარ, იმიტომ რომ ჩემი ბიოლოგიური ასაკი რეალურს აღემატება“ - ამბობს გალინა. „მაგრამ ეს ნამდვილად პრაქტიკული იდეაა. კარგი რჩევები მომცეს, თუ როგორ უნდა ვიცხოვრო, უფრო ჯანმრთელი რომ გავხდე“.
მათ შორის, ვინც ტესტს იტარებს, ბევრი ამბობს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევის სურვილი მათ ზამთრის ოლიმპიადის თამაშების შემდეგ გაუჩნდათ და რომ ძალიან უნდათ თავიანთ ათლეტურ რუს გმირებს გავდნენ.
კონსტანტინე კაზნოვსაც უთხრეს, რომ მას ჭარბი წონა აქვს. გაღიმებისას რამდენიმე ოქროს კბილი უჩანს და აღიარებს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით არასოდეს უცხოვრია.
კონსტანტინე ამბობს, რომ ოლიმპიური თამაშების ყურებით ძალიან ისიამოვნა და ძალიან უნდა, რომ უფრო ჯანმრთელი გახდეს, ისე, როგორც სოჭში მოასპარეზე სპორტსმენები.
სოჭის ოლიმპიურ პარკში მოწევა აკრძალულია და მხოლოდ რამდენიმე საგანგებოდ გამოყოფილ ადგილზეა ნებადართული. ივნისში რუსეთში ახალი კანონი ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც, რესტორნებში, ბარებში და მაღაზიებში მოწევა იკრძალება. მთავრობამ იმაზეც იზრუნა, რომ არყის ფასი გაეზარდა, რათა ქვეყანაში ალკოჰოლიზმი როგორმე შემცირდეს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მოხალისე ანდრეი პროკოფიევი ოპტიმისტურად არის განწყობილი.
„ოლიმპიადა ბევრი ადამიანისთვის ახალი დასაწყისი იქნება. დაანებებენ თავს მოწევას და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას დაიწყებენ“ - ამბობს ის.
სავარაუდოდ ეს უფრო გრძელი გზა იქნება. მაგრამ სოჭელ მოხალისეებს სჯერათ, რომ ოლიმპიური თამაშები რუსეთის ბევრი მოქალაქისთვის ახალი სტიმული გახდება, რათა მათ ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიონ.