ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი ოქრო კანადას


კანადელმა ფრისტაილის მოთხილამურემ დარა ჰოველმა, სოჭში მიმდინარე ზამთრის თამაშებზე გაიმარჯვა პირველ ოლიმპიურ ფერდობზე დაშვებაში.

ჰოველმა სამშაბათს აჯობა ამერიკელ დევინ ლოგანს და თავის თანამემამულე კიმ ლამარეს. ამით მან თავისი ქვეყანა, ოქროს მედლების მხრივ, მოწინავე ადგილზე გაიყვანა.

კანადა 9 მედლით წინ უსწრებს ჰოლანდიას და ნორვეგიას, რომლებსაც შვიდი მედალი აქვთ. შეერთებულ შტატებს და რუსეთს კი - 6.

მამაკაცებს შორის „ჰაფპაიპის“ შეჯიბრზე ამერიკელი სნოუბორდისტი შონ უაითი ცდილობს თავისი, რიგით მესამე, ოქროს მედლის მოპოვებას. მის მეტოქეებს შორისაა ფინელი პეტუ პიროინენი, რომელმაც 2010 წლის თამაშებში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ამასობაში, გერმანელები ცდილობენ დიდი წარმატების მიღწევას ქალთა შორის ციგებით შეჯიბრში, სადაც პირველი ორი გარბენის შემდეგ ნატალი გეიზენბერგერი და ტატიანა ჰოფნერი ლიდერობენ. ვანკუვერის ოლიმპიადაზე გეიზენბერგმა ბრინჯაო, ჰოფნერმა კი ოქრო მოიპოვა.
XS
SM
MD
LG