ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩერქეზების წარსული და სოჭის თანამედროვეობა


სოჭიდან 150 წლის წინ რუსეთმა ძალით განდევნა ამ რეგიონში მცხოვრები, ეთნიკურად მუსლიმი ჩერქეზები.


გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:05 0:00
ბმული



მაშინ, როდესაც ათასობით სპორტის მოყვარული ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს სიამოვნებით ადევნებს თვალყურს, სულ უფრო იზრდება კამათი და უთანხმოება იმ ტერიტორიის ისტორიის გარშემო, სადაც ამ დიდ სპორტულ მოვლენას აქვს ადგილი.

სოჭიდან ამ თემაზე ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჰენრი რიჯუელი მოგვითხრობს.

სოჭიდან 150 წლის წინ რუსეთმა ძალით განდევნა ამ რეგიონში მცხოვრები, ეთნიკურად მუსლიმი ჩერქეზები.

ქუჩებში მაწანწალა ძაღლები, ტალახიან გზებზე ბუზებისგან შეწუხებული ძროხები და აქა-იქ ძველი მანქანები გადაადგილდებიან. ჰაერში შემაწუხებელი გაზის სუნი დგას, რომელიც მიწაში ჩაფლული მილსადენებიდან მოდის და მთელს სოფელს კლაკნილად მისდევს.
ისეთი შეგრძნებაა, თითქოს სოფელი „დიდი კიმჩაი“ უსაზღვროდ შორსაა ოლიმპიადისთვის აშენებული ფუტურისტული შენობებიდან. თუმცა ოლიმპიურ პარკამდე აქედან სულ რაღაც ერთი საათის სავალია.

მოსახლეობის 90 პროცენტს აქ ჩრდილოეთ კავკასიელი მუსლიმები-ეთნიკური ჩერქეზები წარმოადგენენ.
სოფელში ეთნორაფილუი მუზეუმია. დირექტორი აისა აშმიზოვი დიდი სიამაყით ლაპარაკობს ჩერქეზ ხალხზე.
„სიტყვა ჩერქეზი შეიძლება სხვადასხვაგვარად ითარგმნოს. მაგარმ მხლოდ ერთი განსზღვრება აქვს - მამაცი მებრძოლი“- აცხადებს აისა აშმიზოვი
მსგავსი სოფლები სოჭის ირგვლივ რამდენიმეა. როდესაც 1860 წელს რუსეთის იმპერიამ კავკასიის დაპყრობა დაიწყო, ჩერქეზი მოსახლეობა თითქმის განადგურდა.

ასობით ათას ჩექეზს მოუწია მშობლიური მიწების მიტოვება და გემების საშუალებით გაქცევა. მრავალმა მათგანმა ნაპირს ვერც მიაღწია- ზოგი დაიხრჩო, ზოგიც კი შიმშილით მოკვდა. საქართველომ ოფიციალურად აღიარა ჩერქეზთა გენოციდი. მოსკოვის მხრივ კი მხოლოდ უმნიშვნელო ბოდიშის მოხდის მცდელობა იყო, რამაც საზღვარგარეთ მცხოვრები ჩერქეზი დიასპორა გააღიზიანა.

მაისში ჩერქეზი ხალხი რუსეთთან დამარცხების 150 წლისთვავს აღნიშნავს. თუმცა ჩერქეზთა სამთავრობო საბჭოს ადგილობრივი თავკაცის, ხალიდ ტალიფის განცხადებით, ძალიან ცოტას თუ აინტერესებს ისტორიული მოვლენების ამღვრევა.

„ეს არის ისტორიული ფაქტი, რომ ჩერქეზები დამარცხდნენ რუსებთან და მათი ტერიტორიები რუსეთის შემადგენლობაში მოექცა. ახლა ვერ შეხვდებით ვერცერთ ჩერქეზს, რომელთაც გამოყოფა და რუსეთისგან დამოუკიდებლად ცხოვრება სურდეს.“ აცხადებს ხალიდ ტალიფი
გასულ კვირას ჩეჩენ ისლმაისტთა ლიდერმა დოკუ უმაროვმა ჩერქეზთა ისტორია გაიხსენა და სოჭის ოლიმპიადაზე ტერორისტული აქტების განხორციელებით დაიმუქრა. მისი განცხადებით, ოლიმპიური კომპლექსი მოკლულ მუსლიმთა ძვლებზე აშენდა.

აისა აშმიზოვის განცხადები ჩექეზთა შორის მსგავსი განწყობა არ არის.
„მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი ადგილი, სადაც ისტორიის რომელიმე მონაკვეთში სისხლი არ დაღვრილა. ოლიმპიადა კი პოლიტიკოსების საკითხია და არა ჩვენი.“

ამასობაში, ოლიმპიურ პარკში აღმართულია ჩერქეზთა სახლი, სადაც ხდება ამ ხალხის კულტურის წარმოჩენა. პრესკონფერენციაზე სოჭის მერმა, ანატოლი პახომოვმა ჩერქეზთა ყოფა-ცხოვრების შესახებ დასმულ კითხვაზე შემდეგი პასუხი გასცა:

„გასულ აგვისტოში, სოჭში გაიმართა ჩერქეზთა კონფერენცია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ჩერქეზები ესწრებიდნენ. არცერთ მათგანს არ გამოუთქვამს პრეტენზია. ამასთან, ბევრმა აღნიშნა, რომ სოჭის მიდამოებში ჩერქეზები მათზე უკეთ ცხოვრობენ.“ ამასთან, პახომოვმა დასძინა, რომ ინფორმაცია რომელიც ვრცელდება, არ შეესაბამება სიმართლეს.
ჩერქეზთა ისტორიული ბედის შესახებ დებატები „დიდი კიჩმაის“ საზღვრებს სცდება და ძირითადად, საზღვარგარეთ მცხოვრები ჩერქეზების მიერ იძენს აქტუალობას.

ადგილობრივი ჩერქეზების მისია კი საკუთარი კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებით მომავალი თაობებისთვის წარსულის გადაცემით შემოიფარგლება.
XS
SM
MD
LG