თეთრმა სახლმა გვიან ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ მთავრობის დახურვით გამოწვეული სიძნელეების გამო პრეზიდენტმა გადაწყვიტა გაეუქმებინა ვიზიტები ინდონეზიაში და ბრუნეიში. პრეზიდენტი გეგმავს გააგრძელოს ზეწოლა რესპუბლიკელებზე , რათა ჩატარდეს კენჭისყრა და მთავრობამ განაახლოს მუშაობა.
თეთრი სახლის განცხადებით სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი უხელმძღვანელებს ამერიკის დელეგაციებს ორივე ქვეყანაში და ასევე მალაიზიაში და ფილიპინებზე. პრეზიდენტ ობამას ნაცვლად კერი ასევე დაესწრება აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის უმაღლესი დონის შეხვედრას ბალიში.
ხუთშაბათს დილით პრეზიდენტმა ობამამ თქვა, რომ სხვა საკითხების, მათ შორის „ობამაქეარ“-ად წოდებული მისეული ჯანდაცვის გეგმის გარეშე, მთავრობის დაფინანსების უბრალო კანონპროექტი შეიძლებოდა დამტკიცებულიყო წარმომადგენელთა პალატაში. ბატონმა ობამამ დაადანაშაულა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი ჯონ ბეინერი იმაში, რომ ის ემსახურება კონსერვატიულად განწყობილი რესპუბლიკელი ექტრემისტების მცირე ჯგუფს, რომელთაც სურთ შემდეგი ბიუჯეტის მეშვეობით შეაყოვნონ ან დაფინანსების გარეშე დატოვონ ჯანდაცვის გეგმა.
ბეინერი ამბობს, რომ ბატონი ობამა მოლაპარაკებაზე არ თანხმდება. სპიკერი ამბობს, რომ მას მხოლოდ
„ობამაქეარ“-ად წოდებული ჯანდაცვის კანონზე სურს მსჯელობა და იმაზე, რასაც ის ამერიკელი ხალხის მიმართ „სამართლიანობა“-ს უწოდებს.
„გამოიტანეთ კანონპროექტი კენჭისყრაზე. ყველას მიეცით საშუალება ხმა მისცეს. ის დამტკიცდება. გამომიგზავნეთ ის კანონპროექტი. მე მას ხელს მოვაწერ. მთავრობის დახურვა დასრულდება, ჩვენ დავუბრუნდებით ქვეყნის მართვას და ამერიკელი ხალხის დახმარებას.“