ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტის მიმართვის მოლოდინში


დღის წესრიგშია ამერიკის საემიგრაციო სისტემის რეფორმირება, თუმცა ამ საკითხს ასევე დიდ ყურადღებას აქცევენ რესპუბლიკელი კანონმდებლებიც

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

ამერიკის პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა ერისადმი, რომელიც ხვალ, კონგრესის გაერთიანებული სხდომის წინაშე გაიმართება, მომავალი კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
პრეზიდენტი, თავის გამოსვლაში დამატებით დეტალებს წარმოადგენს მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

დღის წესრიგშია ამერიკის საემიგრაციო სისტემის რეფორმირება, თუმცა ამ საკითხს ასევე დიდ ყურადღებას აქცევენ რესპუბლიკელი კანონმდებლებიც. მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტის მიმართვის პასუხად, რესპუბლიკური პარტიიდან სენატორი მარკო რუბიო შეფასებებს პრეზიდენტის სიტყვის დასრულებისთანავე გააკეთებს.

„ამერიკელების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ჩვენ გვჭირდება კანონიერი საემიგრაციო სისტემა, რომელიც სინამდვილეში იმუშავებს. ეს ადამიანები აცნობიერებენ, რომ სისტემა რომელიც ახლა მოქმედებს, არ შეესატყვისება 21-ე საუკუნის მოთხოვნილებებს.“

თავის გამოსვლაში პრეზიდენტი ბარაკ ობამა ასევე შეეცდება ხაზი გაუსხვას მისი ადმინისტრაციის მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებას იარაღთან დაკავშირებული ძალადობის აღსაკვეთად. თუმცა უმთავრესი ყურადღება პრეზიდენტის სიტყვაში დაეთმობა ამერიკის ეკონომიკურ მდგომარეობას. დემოკრატებს მდიდარ ამერიკელებზე დაწესებული საგადასახადო შეღავათების გაუქმება ან შემცირება სწადიათ, რაც ქვეყანას დამატებით შემოსავალს მოუტანს. რესპუბლიკელები ამ ზომას ეწინააღმდეგებიან და მიაჩნიათ, რომ საგადასახადო შეღავათების შეკვეცების ნაცვლად, პრეზიდენტის გამოსვლაში ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირების შესახებ უნდა მოისმინონ ინიციატივები.
ამ ფონზე, საინტერესოა თუ რას ელის თავად მოსახლეობა. ამერიკაში შტატები, რესპუბლიკელთა და დემოკრატთა მომხრეებად იყოფა, ტრადიციულად. ტეხასის შტატში, ბარაკ ობამამ ხმების ყველაზე მცირე რაოდნეობა მიიღო. ტეხასი ბოლო რამდენიმე ათწლეულია რესპუბლიკური მიდგომებისკენ იხრება. სწორედ ამ შტატში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რესპუბლიკელმა მიტ რომნიმ საარჩევნო კოლეგიის 38 ხმა მიიღო. ახლა, არჩევნების შემდეგ დემოკრატი პრეზიდენტის პირველი სყოველთაო მიმართვის მოლოდინში ტეხასის რესპუბლიკელი და დემოკრატი ამომრჩეველი მართლაც იმედოვნებს, რომ პოლიტიკური კინკლაობა ჩაცხრება და ამ პროცესს თავად პრეზიდენტი დაუდებს სათავეს.

ტეხასის რეზიდენტი: „მინდა უფრო მეტი კონსენსუსი ვიხილო პარტიებსა და პოლიტიკოსებს შორის. მინდა ჩემი ქვეყანა განვითარდეს და დაპირისპირება დასრულდეს.“

12 თებერვალს, პრეზიდენტ ობამას გამოსვლას ამერიკასა და მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი გაადევნებს თვალს.
XS
SM
MD
LG