ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„პოლიტიკური ოპონენტების დემონიზაციიის ეს მზარდი ჩვევა საშიშ კლიმატს ქმნის" - ობამა


შეერთებული შტატების ყოფილი დემოკრატი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა აცხადებს, რომ „მეტი ადამიანი დაზარალდება“, თუ ამერიკის პოლიტიკური კლიმატი არ შეიცვლება. ობამა ამ განცხადებით, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ქმარზე განხორციელებულ თავდახმას გამოეხმაურა. 82 წლის პოლ პელოსის, 42 წლის მამაკაცი, საკუთარ სახლში, ჩაქუჩით დაესხა თავს და მძიმე დაზიანებები მიაყენა.

თავმდამსხმელს ბრალი პარასკევს წაუყენეს, თუმცა ის მკვლელობის მცდელობასა და სხვა სახელმწიფო ბრალდებებში, თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ნევადაში, შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ პოლ პელოსის ესაუბრა და ის „კარგად იქნება“.

მაგრამ, ობამამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა, „საბაზისო ცივილურობისა და დემოკრატიული ნორმების ამ ეროზიის გამო“.

„პოლიტიკური ოპონენტების დემონიზაციიის ეს მზარდი ჩვევა საშიშ კლიმატს ქმნის. თუ ეს არის გარემო, რომელსაც ჩვენ ვქმნით, მეტი ადამიანი დაზარალდება“ - აცხადებს ობამა.

შუალედური არჩევნები შეერთებულ შტატებში რვა ნოემბერს გაიმართება. შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, დემოკრატი კანდიდატების მხარდასაჭერ კამპანიაში მონაწილეობას განაგრძობს და ნევადის შემდეგ ის არიზონას ეწვია.

XS
SM
MD
LG