ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელ მილიონერებს გადასახადები გაეზრდებათ


ამერიკელ მილიონერებს გადასახადები გაეზრდებათ
ამერიკელ მილიონერებს გადასახადები გაეზრდებათ

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ომაბა, მილიონერი ამერიკელბისათვის, გადასახადების გაზრდის მინიმალური ტარიფის შესახებ კვლავ საუბრობს, რაც თავის მხრივ საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებას შეწყობს ხელს.

ოფიციალური პირების განცხადებით, ყოველივე ეს პრეზიდენტი ბარაკ ობამას ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილების გეგმის ნაწილს შეადგენს.

განაცხადი, მდიდარი ამერიკელებისათვის გადასახადების გაზრდის თაობაზე, მილიარდელ ინვესტორს უორენ ბაფეტს ეკუთვნის. იგი შეშფოთებას გამოთქვამს საშუალო ფენასთან შედარებით, მილიონერი ამერიკელების მიერ საშემოსავლო გადასახადის მცირე ნაწილის გადახდის თაობაზე.

თეთრი სახლის განცხადებით, ახალი ინიციატივა გადასახადების გაზრდის თაობაზე სახელმწიფო შემოსავალს 447 მილიარდი დოლარით გაზრდის.

რესპუბლიკელები, რომლებიც წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებენ კვლავ თავის საწყის პოზიციას ინარჩუნებენ და აცხადებენ, რომ ისინი გადასახადების მომატების არანაირ გეგმას მხარს არ დაუჭერენ.

XS
SM
MD
LG