დღეს პრეზიდენტი ობამა სამხრეთ კორეის პრეზიდენტ ლი მუნგ-ბეკს სეულში შეხვდა და ჩრდილოეთ კორეიდან წამოსული ნებისმიერი საფრთხის წინაშე თანადგომას დაჰპირდა.
ერთობლივ პრეს კონფერენციაზე, რომელიც პრეზიდენტებს შორის შეხვედრის შემდეგ გაიმართა, ობამამ აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეა ვერაფერს მიაღწევს მუქარით. ფხენიანი მხოლოდ საკუთარ იზოლირებას გააღრმავებს იმ შემთხვევაში, თუ აპრილში დანიშნული რაკეტის საცდელი გაშვებას განახორციელებს:
„ჩრდილოეთ კორეა ვერაფერს მიაღწევს მუქარითა და პროვოკაციით. ფხენიანმა კარგად იცის საკუთარი ვალდებულებები და ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს ვალდებულებები შეასრულოს.“
ობამას ლიც დაეთანხმა და განაცხადა, რომ შორ-რადიუსიანი რაკეტის გაშვება პროვოკაციული აქტია და გარდა იმისა, რომ გაეროს რეზოლუციას არღვევს, ის მსოფლიოში მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.