ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ორშაბათს სეულში ბირთვული უსაფრთხოების სამიტს დაესწრება. სამიტი ბირთვული ტერორიზმის წინააღმდეგაა მიმართული, თუმცა ჩრდილოეთ კორეის მიერ შორი რადიუსის რაკეტის გამოცდის შესახებ განცხადებამ დაჩრდილა სამიტის დღის წესრიგი.
ეს ამ სახის რიგით მეორე სამიტია, პირველი ვაშინგტონში 2010 წელს შედგა. წლევანდელ ღონისძიებას 50-მდე ქვეყნის ლიდერი და საერთაშორისო ორგანიზაცია დაესწრება.