ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სეულში ორ დღიანი სამიტი დაიწყო


მსოფლიოს 53 ქვეყნის ლიდერი, სეულში ორ დღიან სამიტს ესწრება, რომელზეც ბირთვული უსაფრთხოების საკითხები განიხილება.

აღნიშნულ შეხვედრას, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას ინიციატივით ვაშინგტონში გამართული სამიტი უსწრებდა წინ, სადაც ობამამ აღნიშნა რომ იგი, ძალ-ღონეს არ დაიშურებდა გლობალური ბირთვული უსაფრთხოების დაცვისა და გამანადგურებელი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებში.

სეულში მიმდინარე სამიტის ორგანიზატორების თქმით ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის მიმართულებით დადებითი ძვრები უკვე შეინიშნება; კერძოდ, უკრაინის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ქვეყნიდან გამდიდრებული ურანის გატანა გადაწყდა. პრეზიდენტმა ობამამ ასევე საქართველოს ფაქტიც ახსენა და თქვა რომ თბილისმა კონტრაბანდისტებს გამდიდრებული ურანი ჩამოართვა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სეულში, ჰანკუკის უნივერსიტეტში გამოსვლისას ჩრდილოეთ კორეაზე ისაუბრა, სადაც შემდეგი განაცხადა:

„ პროვიკაციას არავინ მოიწონებს. ეს დღეები უკვე წარსულს ჩაბარდა. მინდა შევახსენო ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს-სანამ რაიმეს მოიმოქმედებთ დაფიქრდით არჩევანზე. თქვენმა გადაწყვეტილებამ ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობას მშვიდობა და და უკეთესი ცხოვრების პირობები უნდა მოუტანს.“

XS
SM
MD
LG