ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ ობამას გეგმა


პრეზიდენტ ობამას გეგმა
პრეზიდენტ ობამას გეგმა

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა საბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებლად შეძლებულ ამერიკელებზე გადასახადების გაზრდას, ზოგიერთი სოციალური პროგრამის შეწყვეტას და სამხედრო დანახარჯების შემცირებას გეგმავს. ორშაბათს წარდგენილი ინიციატივა 1,5 ტრილიონი დოლარის ახალი საგადასახადო შემოსავლების მიღებას ითვალისწინებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების ახალი გეგმა ასევე ითვალისწინებს სამხედრო დანახარჯების შემცირებას 1.1 ტრილიონი დოლარით. ამავე გეგმაში შედის ამერიკის ჯარების გამოყვანის დაწყება ავღანეთიდან და ერაყიდან. პრეზიდენტის გეგმაში ასევე შესულია ახალი სამუშაო ადგილების შექმნაც, რასაც 447 მილიარდი დოლარი დასჭირდება.

XS
SM
MD
LG