ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა აგრძელებს კანონმდებლების დარწმუნებას


ობამა აგრძელებს კანონმდებლების დარწმუნებას
ობამა აგრძელებს კანონმდებლების დარწმუნებას

პრეზიდენტი ობამა აგრძელებს ამერიკელი კანონმდებლების დარწმუნებას, რათა მათ მხარი დაუჭირონ ამერიკის ეკონომიკის გაჯანსაღების მისეულ გეგმას, რომელიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიის წახალისებას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ შეერთებულ შტატებში სიღარიბემ უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში უმაღლეს დონეს მიაღწია. დღეს პრეზიდენტი ობამა ჩრდილოეთ კაროლინას შტატში ამერიკელ ხალხს მიმართავს სიტყვით, რომელშიც 447 მილიარდ დოლარს მოითხოვს სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით.

სამშაბათს ოჰაიოს შტატში გამოსვლისას პრეზიდენტმა ახალი ინიციატივა წამოაყენა, რომელიც 35 000 საჯარო სკოლის მოდერნიზაციისთვის 25 მილიარდი დოლარის დახარჯვას ითვალსიწინებს.

რესპუბლიკელთა ლიდერებმა მკაცრად გააკრიტიკეს პრეზიდენტ ობამას ახალი ინიციტივა. სენატში რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერის მიჩ მაკონელის განცხადებით თეთრი სახლის ამჟამინდელი ადმინისტრაცია არ არის დაინტერესებული იმგვარი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაში, რომელიც ნამდვილად იმუშავებს.

რესპუბლიკელები ეწინააღმდგებიან ბარაქ ობამას გეგმას, რომელიც მდიდარი ამერიკელებისთვის გადასახადების გაზრდის გზით ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ არის მიმართული. აღსანიშნავია, რომ ამჟამად 46 მილიონი ამერიკელი სიღარიბეში ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG