პრეზიდენტი ობამა კონგრესს კიდევ ერთხელ თხოვნით მიმართავს: დროებით გვერდზე გადადოს პარტიული ინტერესები და მთავარ პრიორიტეტად ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესება დაისახოს.
ყოველკვირეული სატელევიზიო მიმართვა შეერთებული შტატების ლიდერმა ილინოისის შტატის ფერმერთა ქალაქიდან გააკეთა.
ობამა კონგრესს საგადასახადო რეფორმის შეცვლას და საგზაო მშენებლობის პროექტის დამტკიცებას სთხოვს. ეს უკანასკნელი ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის და გზების, ხიდების და აეროპორტების მუშაობას გააუმჯობესებს.
პრეზიდენტი კონგრესის წევრებს მოუწოდებს შეწყვიტონ პოლიტიკური თამაშები და ამჯერად ქვეყნის წინსვლაზე იზრუნონ.
უმუშევრობის მაჩვენებელი უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ამერიკაში 9 პროცენტს ინარჩუნებს.