პრეზიდენტი ობამა კონგრესზე ზეწოლას აგრძელებს, რათა მის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკის განვითარების და შრომითი დასაქმების ფართომასშტაბიანი გეგმა საბოლოოდ დამტკიცდეს.
447-მილიარდიანი ეკონომიკის სტიმულირების ახალი პაკეტი საგადასახადო შეღავათებს უწესებს, როგორც ინდივიდუალურ გადამხდელებს, ასევე იმ ბიზნესებს, რომლებიც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნიან. გეგმა უმუშევრებს ფინანსურ დახმარებას გაუხანგრძლივებს და მილიონობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. პროექტი მდიდარი ამერიკელებისთვის არსებული შეღავათების მოხსნას და გადასახადთა გაზრდასაც ითვალისწინებს.
რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა პროექტი მკაცრად გააკრიტიკეს და მას ეკონომიკის სტიმულირების „უსუსური მცდელობა“ უწოდეს. ხუთშაბათს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ჯონ ბეინერმა, განაცხადა, რომ გადაჭარბებული რეგულაციები, მთავრობის დანახარჯის ზრდა და წარმოდგენილი საგადასახადო სისტემა სამუშაო ადგილების შექმნას, პირიქით, საფრთხეს შეუქმნის.