ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო მდივნის პოსტზე ჯონ კერის მოიაზრებენ


69 წლის სენატორი მასაჩუსეტის შტატიდან პრეზიდენტ ობამას გავლენიანი მხარდამჭერი იყო

გაეროში შეერთებული შტატების ელჩმა სუზან რაისმა მოხსნა თავისი კანდიდატურა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე. ამჟამად ამ პოსტზე სენატორ ჯონ კერის კანდიდატურას განიხილავენ.
კერი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა. 2004 წელს ის დემოკრატიული პარტიის კანდიდატი იყო შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე.
69 წლის სენატორი მასაჩუსეტის შტატიდან პრეზიდენტ ობამას გავლენიანი მხარდამჭერი იყო. ჯონ კერი ვიეტნამის ომის ვეტერანია.
XS
SM
MD
LG