ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა სეკვესტრს სისულელეს უწოდებს


შეკვეცების შედეგად სამუშაოს დაახლოებით 250 ათასი ადამიანი დაკარგავს

პრეზიდენტი ბარაკ ობამა რესპუბლიკელ კანონმდებლებს ადანაშაულებს იმაში, რომ მათ სამთავრობო ხარჯვების ავტომატურ შეკვეცების შეჩერებას ხელი არ შაულშალეს. თეთრ სახლში დემოკრატი და რსპუბლიკელი კანონმდებლების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ბიუჯეტის 85 მილიარდით შეკვეცას ობამამ სისულელე და ახირება უწოდა. მან ასევე დასძინა, რომ რესპუბლიკელებს შეეძლოთ ამის შეჩერება.
როგორც პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, შეკვეცების შედეგად სამუშაოს დაახლოებით 250 ათასი ადამიანი დაკარგავს. ეფექტი სავარაუდოდ არ იქნება მყისიერი, თუმცა ქვეყანა ამას საკმაოდ მტკივნეულად გადაიტანს.
XS
SM
MD
LG