„მზად ვარ მძიმე ცვილებები განვახორციელო“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე. ის დღეს
კონგრესის წამყვან კანონმდებლებს კიდევ ერთხელ შეხვდა და მათთან მოლაპარაკებას სეკვესტრის თავიდან აცილების პირობებზე ისევ შეეცადა. 85-მილიარდიანი უმკაცრესი საბიუჯეტო შეკვეცები ძალაში რამდენიმე საათში შედის.
კონგრესმენებთან შეხვედრამდე პრეზიდენტმა არაერთხელ გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კონგრესი ქვეყანაში სერიოზული საბიუჯეტო შეკვეცების განხორციელებას უკვე შეგუებული იყო. დღევანდელი შეხვედრა, ანალიტიკოსების აზრით, მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. აშკარა გახდა, რომ არც რესპუბლიკელი და არც დემოკრატი კანონმდებლები პოზიციების დათმობას აღარ აპირებდნენ. ეს კი პრეზიდენტ ობამას თქმით, შეერთებული შტატების ეკონომიკის განვითარების შენელებას, სამუშაო ადგილების შემცირებას და ისედაც რთულ ფინანსურ სიტუაციაში მყოფ ამერიკელთა მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებას გამოიწვევს. სეკვესტრით გათვალისწინებული შემცირებები ყველაზე მეტად ფედერალურ სააგენტოებს, თავდაცვის და განათლების დეპარტამენტებს, ასევე ამერიკის ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამებს შეეხება.