ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი გადადგა


სექსუალური შევიწროების და ფიზიკური ძალადობის ბრალდებების შემდეგ, ერიკ შნეიდერმანმა, ნიუ-იორკის შტატის გენერალურმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა. მას ბრალს ოთხი ქალი სდებს.

შნეიდერმანს გენერალური პროკურორის თანამდებობა 2010 წლიდან მოყოლებული ეკავა. ის ახლა ხელმეორედ არჩევისთვის ემზადებოდა.

ნიუ-იორკის დემოკრატი პროკურორი ბრალდებებს აქამდე უარყოფდა. ის სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ დაწყებული საყოველთაო მოძრაობის “მეც” (MeToo) ერთ-ერთ აქტიურ პროპონენტად ითვლებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG