ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლეგენდარული რეჟისორი მეტროპოლიტენ-ოპერიდან დაითხოვეს


ნიუ-იორკის სახელგანთქმულმა მეტროპოლიტენ-ოპერამ მცირე გამოძიების ჩატარების შემდეგ, სამსახურიდან დაითხოვა ლეგენდარული დირიჟორი, ჯეიმს ლევინი. გამოძიებამ მისი მხრიდან სექსუალური ძალადობის და შეურაცხყოფის "დამადასტურებელ, სანდო" ფაქტებს მიაკვლია.

ოპერის ოფიციალურ განცხადებაში საქმის დეტალები არ კონკრეტდება. მედიაში მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი იყო, რომ ლევინის სამიზნე ხშირად იყვნენ ახალგაზრდა, დამწყები შემსრულებლები. 74 წლის დირიჟორი ბრალდებებს უარყოფდა, თუმცა ლევინის სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ, მის სააგენტოს კომენტარი აღარ გაუკეთებია.

პირველი ბრალდებები გასული წლის დეკემბერში გახმაურდა. მეტროპოლიტენ-ოპერამ მასთან კონტრაქტი მაშინვე დროებით შეაჩერა და გამოძიების შედეგებს დაელოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG