ნორვეგიელ ფროდ ბერგს, ყოფილ მებაჟეს, რუსეთში 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის 2017 წელს მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ 63 წლის ფროდ ბერგი რუსეთში ინფორმაციას ბირთვულ წყალქვეშა ნავებზე აგროვებდა. რუსი სამართალდამცავების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების მომენტში მას ხელში საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები ჰქონდა. ნორვეგიის მოქალაქეს აღნიშნული დოკუმენტები სამხედრო დაწესებულების თანამშრომელმა ალექსეი ჟიტნიკმა გადასცა, რომელსაც რუსეთის დაზვერვა უთვალთვალებდა. ჟიტნიკს რამდენიმე თვის წინ, 2018 წლის დეკემბერში 13 წელი მიუსაჯეს.
ბერგის გასამართლების პროცესი მოსკოვის საქალაქო სასამართლოში დახურულ კარს მიღმა წარიმართა, რასაც რუსეთი უსაფრთხოების მოსაზრებით ხსნის. ნორვეგიის მოქალაქის ადვოკატი სასჯელის გასაჩივრებას არ აპირებს, თუმცა ამბობს, რომ გეგმავს რუსეთის მთავრობას შეწყალების თხოვნით მიმართოს.
Facebook Forum