გერმანიამ დააკავა სამხედრო სფეროში მომუშავე ადამიანი, რომელსაც გერმანიის და ავღანეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ფედერალურმა პროკურორებმა დღეს განაცხადეს, რომ ის ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი და მათი მონაცემებით, ინფორმაციას ირანის დაზვერვას აწვდიდა.
50 წლის აბდულ ჰამიდ ს. სასამართლოს წინაშე დღეს წარდგება. ბერლინის განცხადებით, ის “თარჯიმნად და კულტურულ საკითხებში მრჩევლად” მუშაობდა.
გერმანიაში და ევროპის ბევრ სხვა ქვეყანაში იზრდება შეშფოთება უცხოეთის ქვეყნების საეჭვო კიბერ-აქტივობებთან და რამდენიმე სხვა სახის სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებით. ბერლინმა ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში განაცხადა, რომ ირანმა კიბერ-იერიშების შესაძლებლობები გააფართოვა და საფრთხეს უქმნის გერმანულ კომპანიებს და კვლევით ინსტიტუტებს.
Facebook Forum