ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერომ ჩრდილოეთ კორეის 4 სატვირთო გემის მიღება აკრძალა


ოთხ გემს, რომელსაც ჩრდილოეთ კორეიდან აკრძალული საქონელი გადაჰქონდა, გაერომ მსოფლიოს ნებისმიერ პორტში შესვლა აუკრძალა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელმა ჰიუ გრიფითმა განცხადება ორშაბათს, ნიუ-იორკში გააკეთა. ის გაეროში ფხენიანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულებას ზედამხედველობს. გრიფითის თქმით, აკრძალვა ძალაში გასულ ხუთშაბათს შევიდა.

გაერომ ჩრდილოეთ კორეის მიმართ ეკონომიკური სანქციების თაობაზე რეზოლუცია აგვისტოში მიიღო. ფხენიანს კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო, ქვანახშირის, რკინის, ტყვიის და ზღვის პროდუქტების ექსპორტი აეკრძალა. სექტემბერში, მეექვსე ბირთვული გამოცდის შემდეგ კი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების ახალი, კიდევ უფრო მკაცრი რაუნდი დამტკიცდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG