ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ჩრდილო კორეას ახალ სანქციებს უწესებს


ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ის ახალ სანქციებს უწესებს ჩრდილოეთ კორეას მისი ატომური იარაღით მუქარის გამო.

პრეზიდენტი ტრამპი დღეს თავის იაპონელ და სამხრეთ კორეელ კოლეგებს ცალცალკე და შემდეგ ერთადაც გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობის პარალელურად შეხვდება. შეხვედრებისას განხილვის მთავარი თემა სწორედ ჩრდილო კორეის მიერ ატომური რაკეტების გამოცდებისა და მისი მუქარის შეჩერების აქამდე უშედეგო მცდელობა იქნება. ისევე როგორც მათი სამომავლო გეგმები.

ამერიკის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია ზუსტად რას გულისხმობს ახალი სანქციები და რით იქნება ისინი განსხვავებული იმ სანქციებისგან, რომლებიც გაეროს უსაფრთხოების საბჭომ დაუწესა ჩრდილოეთ კორეას ექსპორტსა და ენერგორესურსებზე. ხუთშაბათს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ამერიკის მთავარი დიპლომატი, სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი სწორედ ამ სანქციების ზედმიწევნით აღსრულების აუცილებლობაზე ისაუბრებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG