ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა გაეროს ახალ სანქციებს გმობს


გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ, ბირთვული და სარაკეტო პროგრამების გამო დაწესებული სანქციების ახალი რაუნდის პასუხად, ჩრდილოეთ კორეამ დაუმორჩილებლობის ახალი განცხადება გააკეთა.

კარჩაკეტილი რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს მეშვეობით განაცხადა, რომ ახალი სანქციები „სრულმასშტაბიანი ეკონომიკური ბლოკადის გზით“ ქვეყნის და ხალხის „მთლიანად მოხრჩობისკენაა“ მიმართული.

ჩრდილოეთ კორეის ელჩმა, ჟენევაში გაეროს სპონსორობით გამართულ განიარაღების კონფერენციაზე თქვა, რომ სანქციების მიღების საქმეში წამყვანი როლისთვის, შეერთებულმა შტატებმა შეიძლება „უდიდესი ტკივილი“ განიცადოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG