ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანი ბირთვული იარაღის გამოცდას ამზადებს?


ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთ კორეა ახალი, რიგით მე-4 ბირთვული გამოცდისთვის ემზადება

ჩრდილოეთ კორეაში ერთ-ერთ ბირთვულ სადგურზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ფხენიანი ახალი, რიგით მე-4 ბირთვული იარაღის მიწისქვეშ გამოცდისთვის ემზადება. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ამერიკა-კორეის ინსტიტუტი აცხადებს, რომ პანგუის ობიექტის ახალ სატელიტურ ფოტოებზე, რამდენიმე ახალი მშენებლობა, მათ შორის, ორი ახალი გვირაბის გაყვანის პროცესია დაფიქსირებული.

გვირაბები შესაძლოა ბირთვული დეტონაციისთვის, ან სხვა რაიმე მიზნით გამოიყენებოდეს, მათ შორის ვენტილაციისთვის. ინსტიტუტის წარმომადგენლების თქმით, ისინი არ ფიქრობენ, რომ გამოცდა უახლოეს მომავალში ჩატარდება. თუმცა, ფოტოების მიხედვით, ჩრდილოეთ კორეა დამატებით დეტონაციებს ამზადებს. ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული გამოცდები 2006, 2009 და ბოლოს, 2013 წლის თებერვალში ჩაატარა.
XS
SM
MD
LG