ვაშინგტონში მდებარე კვლევითი ჯგუფის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ პლუტონიუმის რეაქტორი აამუშავა, რაც სავარაუდოდ ბირთვული იარაღის წარმოების პროგრამას უკავშირდება.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტთან არსებულმა კორეის ინსტიტუტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც იონგბიონის ბირთვული კომპლექსის სატელიტურ ფოტოებზე, რეაქტორის ახლოს მდებარე შენობის საკვამურიდან თეთრი კვამლი დაფიქსირდა.
ჩრდილოეთ კორეაში მდებარე იონგბიონის ბირთვული რეაქტორი განიარაღების შეთანხმების საფუძველზე 2007 წელს დაიხურა. თუმცა აპრილში ფხენიანი დაიმუქრა, რომ რაოდენობრივად და ხარისხით გაუმჯობესებული ბირითვული ენერგიის წარმოების მიზნით, რეაქტორი მუშაობას განაახლებდა.