ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის პროგრესი


ჩრდილოეთ კორეა უახლოესი ორ თვის განმავლობაში შეძლებს აამუშავოს პლუტონიუმის მწარმოებელი რეაქტორი

უახლოესი ორ თვის განმავლობაში შეძლებს აამუშავოს რეაქტორი, რომელიც ბირთვული პროგრამისთვის მნიშვნელოვან პლუტონიუმს აწარმოებს.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტთან არსებული ამერიკა-კორეის ინსიტიტუტის განცხადებით, ორშაბათს გამოცემული ფოტოები აშკარად ასახავს ჩრდილოეთ იონბიონის ბირთვულ სადგურზე მიმდინარე პროგრესს, რაც ხუთმეგაბატიანი გრაფიტის აირის რეაქტორის ამუშავებითაც გამოიხატება.
ინსტიტუტის განცხადებით, სადგურს შეუძლია წელიწადში ექვსი კილოგრამი პლუტონიუმი აწარმოოს, რაც ბირთვული პროგრამის განხორციელებისთვის სავსებით საკმარისია. ამ რაოდენობის პლუტონიუმით შეიძლება ერთი ან ორი ბომბი დამზადდეს.
XS
SM
MD
LG