ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ამბობს, რომ სამიტზე ადამიანის უფლებებზე ისაუბრეს


ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან ისტორიული შეხვედრის შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნს „მკაცრი ადამიანი“ უწოდა, თუმცა ასევე თქვა, რომ მას „საკუთარი ხალხი“ უყვარს.

სამიტის შემდეგ, პრეზიდენტმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეაში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზეც ისაუბრეს.

2011 წელს მთავრობაში მოსვლის შემდეგ კიმ ჩენ უნმა საკუთარ ნახევარძმას ნერვული აგენტით სიკვდილი მიუსაჯა და დახვრიტა ბიძა. მისივე მმართველობის დროს ჩრდილოეთ კორეის ციხეში ხანგრძლივი პატიმრობის შემდეგ გარდაიცვალა ამერიკელი სტუდენტი ოტო უორმბიერი.

პრეზიდენტ ტრამპის თქმით, უორმბიერის სიკვდილს უშედეგოდ არ ჩაუვლია და მოლაპარაკებების პროცესი მისი გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.

2014 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, ჩრდილოეთ კორეაში მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG