გაეროს გენერალურ ასამბლეას ავღანეთიდან არავინ მიმართავს. თალიბანის მიერ გაძევებული ავღანეთის მთავრობის ელჩი, გეგმის მიხედვით ასამბლეის წინაშე ორშაბათს უნდა გამოსულიყო, თუმცა გამომსვლელთა სიიდან მან საკუთარი თავი მოხსნა.
მანამდე, თალიბანის თვითგამოცხადებული მთავრობის საგარეო სამქეთა მინისტრმა, გაეროში შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს მიმართვის უფლება თხოვა და გამომსვლელად, ისლამისტური ჯგუფის დოჰაში ბაზირებული წარმომადგენელი წარუდგინა, როგორც ავღანეთის ელჩი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.
გაეროში ავღანეთის ამჟამინდელი ელჩი თალიბანის მიერ განდევნილ მთავრობას წარმოადგენს. ღულამ ისაკაიმ ორგანიზაციისგან საკუთარი აკრედიტაციის განახლება მოითოხვა. გაეროს მაღალი დონის შეკრების დასკვნით დღეს ის სიტყვით უნდა გამოსულიყო, თუმცა კვირას გვიან ღამით დიპლომატმა გამოსვლის შესახებ განაცხადი გაიტანა.
ამ დრომდე, მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
თებერვალში განხორციელებული სამხედრო გადატრიალების შემდეგ, წელს გაეროს ასამბლეისთვის ასევე არ მიუმართავს მიანმარის წარმომადგენელს.
გაეროს კარედიტაციის საკითხებს ცხრა წევრიანი კომისია განიხილავს. კომისია, ტრადიციულად, ოქტომბერში ან ნოემბერში იკრიბება. მის წევრებს შორის არიან შეერთებული შტატები, ჩინეთი და რუსეთი.
გაეროს წესების თანახმად, იქამდე, ვიდრე რწმუნებათა სიგელების კომიტეტი ავღანეთისა და მიანმარის საკითხებზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ავღანეთისა და მიანმარის ამჟამინდელი - განდევნილი და დამხობილი მთავრობების წარმომადგენლები - პოსტებს შეინარჩუნებენ.
Facebook Forum