ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი, 9 დეკემბერს, ბრიუსელში, ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენთან, ოფიციალურ სადილზე გაემგზავრა. შეხვედრის მიზანი ბრექსიტი და ევროკავშირთან არსებულ სავაჭრო შეთანხმებაზე უთანხმოებაა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სამი კვირაა დარჩენილი.
იზრდება შიში, რომ ევროკავშირი და ბრიტანეთის სავაჭრო საკითხებზე ვერ შეთანხმდებიან. ქვეყანა ბრექსიტის ხუთწლიანი კრიზისის დასრულებას, 2020 წლის ბოლოს, 31 დეკემბერს ელოდება. სწორედ ესაა ბოლო თარიღი მხარეებს შორის, სავაჭრო საკითხებზე შეთანხმების მისაღწევად. სადილი ჯონსონსა და ლაიენს შორის სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, შეთანხმება, შესაძლოა არ შედგეს. მსგავსი განცხადება გააკეთა ევროკავშირის მთავარმა მომლაპარაკებელმა, მაიკ ბარნიერმაც. სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებით პესიმისტური იყო ირლანდიის განცხადებებიც.
მაიკლ გოუვიმ, პრემიერ ჯონსონის მთავრობის ერთ-ერთმა მინისტრმა, ჟურნალისტებთან საუბრის დროს, შეთანხმების დეტალებზე საუბარი არ ისურვა, თუმცა თქვა, რომ ლიდერებს შორის შეხვედრა, შესაძლოა, გამოსავლის მონახვის პოვნის შანსი იყოს.
სავაჭრო ხელშეკრულების ირგვლივ არსებული გაურკვევლობის გამო, ზარალს განიცდიან ფინანსური მარკეტებიც. ქაოსია ევროპაში და მის მიღმა არსებულ მიწოდების ქსელებშიც, განსაკუთრებით კოვიდ-19-ის პანდემიის შექმნილი ეკონომიკური კრიზისის ფონზე.
ბრიტანული ვალუტა, გირვანქა სტერლინგი სამი დღეა უფასურდებოდა და ახლა ერთი ფუნტი, დაახლოებით 1,3 დოლარს უდრის.
Facebook Forum