ბრიტანეთი სამ წლიანი "ბრექსიტის" პროცესის დასრულებას ზეიმობს. რამდენიმე საათში ქვეყანა ევროპას ოფიციალურად დატოვებს.
ლონდონში ბრიტანელთა ნაწილმა დღეს აქცია გამართა, სადაც აქციის მონაწილეებმა ბრექსიტის დასასრული იზეიმეს. აქციაზე ევროკაშვირის დროშები დაწვეს.
ლონდონში გამართული აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ მიტანილი ტრანსპარანტები: "ბრიტანეთი ევროპა აღარ არის", "ნახვამდის ევროპა"
პროცესი საბოლოოდ 2021 წლის იანვარში დასრულდება. მანამდე, 11 თვიანი გარდამავალი პერიოდი იწყება. ამ პერიოდის განმავლობაში ბრიტანეთი ევროკავშირის ბიუჯეტში ფულის შეტანას და ევროკავშირის წესების დაცვას გააგრძელებს.
ევროკავშირის დატოვებამდე, ბრიტანელებს პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი მიმართავს, ხოლო დაუნინგის ქუჩა ბრიტანეთის დროშის ფერებში განათდება.
Facebook Forum