ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო ბოკო ჰარამზე სანქციებს განიხილავს


.
.

ისლამისტურ ჯგუფს, რომელიც ნიგერიაში მოქმედებს, 2009 წლიდან მოყოლებული, ათასობით ადამიანის სიკვდილი ბრალდება

ნიგერიის ისლამისტურ ჯგუფ -ბოკო ჰარამს- შესაძლოა სანქციები დაუწესდეს. ამ საკითხს დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განიხილავს. ისლამისტურ ჯგუფს 2009 წელს ნიგერიაში დაწყებული ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ ათასობით ადამიანის სიკვდილი ბრალდება.

ნიგერია გაეროს უშიშროების საბჭოს სთხოვს ბოკო ჰარამი ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ორგანიზაციების ჯგუფს მიაკუთვნოს. მათზე დაწესებული სანქციები ანგარიშების გაყინვას, მოგზაურობის შეზღუდვას და იარაღის ემბარგოს ითვალისწინებს. სანქციონირებულთა სია 62 ორგანიზაციას და 213 ინდივიდს მოიცავს.

გაერო აგრძელებს ბოკო ჰარამის მიერ სკოლიდან გატაცებული 250-ზე მეტი გოგონას დაბრუნებაზე მუშაობას. პრეზიდენტ ობამას განკარგულებით, მათ დასახმარებლად ჩადში 80 ამერიკელი სამხედრო პერსონალი გაიგზავნა. ბან კი მუნი, გაეროს გენერალური მდივანი კატეგორიულად გმობს ნიგერიაში მიმდინარე ძალადობას და აცხადებს, რომ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს „აბსოლუტურად არანაირი გამართლება არ აქვს“.
XS
SM
MD
LG