ნიგერიის პრეზიდენტმა გუდლაქ ჯონატანმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე რეგიონში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა, საიდანაც ისლამისტებმა მარტში 200-ზე მეტი სკოლის მოსწავლე გოგონა გაიტაცეს.
ნიგერიის ოფიციალური წყაროების თანახმად, ბორნოს პროვინციაში მდებარე სოფელ ჩიბოკში პრეზიდენტის ვიზიტი ადგილზე არსებული დაძაბული ვითარების გამო გაუქმდა.
ტერორისტულმა ორგანიზაცია ბოკო ჰარამმა 14 აპრილს გოგონების მასობრივი გატაცების ოპერაცია განახორციელა. ამ ფაქტს გლობალური კრიტიკა მოჰყვა არა მხოლოდ ტერორისტული ჯგუფის არამედ მთავრობის მიმართაც. მთავრობას იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ოფიციალური პირები საკმარისად არ ცდილობენ გოგონების დახსნას. ნიგერიის მთავრობა კი აცხადებს, რომ გოგონების დასაბრუნებლად, რომლებიც ძირითადად ქრისტიანები არიან, „ყველა შესაძლო ვარიანტი“ განიხილება.