ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ბოკო ჰარამმა" ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გატაცებული გოგონები ჩანან


ნიგერიის მთავრობის პრეს კონფერენცია, 12 მაისი, 2014
ნიგერიის მთავრობის პრეს კონფერენცია, 12 მაისი, 2014
ამერიკის შეერთებული შტატები ნიგერიაში სადაზვერვო თვითმფრინავს მიავლენს 200ზე მეტი დაკარგული გოგონას სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად.

გოგონები აპრილში დაჯგუფება „ბოკო ჰარამმა“ სკოლიდან გაიტაცა.

ობამას ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა გუშინ განაცხადა, რომ სადაზვერვოდ, ამერიკის შეერთებული შტატები საჰაერო სპეციალურ მისიებს განახორციელებს და სატელიტურ ფოტოებს ნიგერიის მთავრობას გაუზიარებს.

ჯეი კარნიმ ორშაბათს თქვა, რომ ამდენად, ვაშინგტონი, ნიგერიის მთავრობის სადაზვერვო, და საზედამხედველო მხარდაჭერას უზრუნველყოფს და რომ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირადად დაავალა მის გუნდს ყველაფერი გააკეთოს ნიგერიის მთავრობის დასახმარებლად.

"ბოკო ჰარამმა" გამოაქვეყნა ახალი ვიდეო კადრები, სადაც რამდენიმე გატაცებული გოგონა იქნა დაფიქსირებული მშობლებისა და ახლობლების მიერ.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ კი თქვა:
„ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ გატაცების ვიდეო კადრები იხილა. ჩვენ ეჭვქვეშ არ ვაყენებთ ამ კადრების ავთენტურობას. ამერიკელი სადაზვერვო ექსპერტები დეტალებს ამუშავებენ. აქვე ვაცხადებ, რომ ამერიკის მთავრობა მხოლოდ ნიგერიის მთავრობის ძალისმევას უჭერს მხარს და რომ სამძებრო სამუშაოებს ნიგერიის ხელისუფლება უდგას სათავეში,“-თქვა ჯენ ფსაკიმ.
XS
SM
MD
LG