ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფინეთი, ნატოს ახალი წევრი ალიანსის ბირთვულ დაგეგმარებაში მიიღებს მონაწილეობას


ნატოს ახალი, 31-ე წევრი, ფინეთი ალიანსის ბირთვულ დაგეგმარებასა და დამხმარე ოპერაციებში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის მინისტრი ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ფინეთმა და შევედეთმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს და წლების განმავლობაში შენარჩუნებულ ნეიტრალურ პოზიციაზე უარი თქვეს. დაახლოებით, ერთი წლის წინ, ორივე ქვეყანამ სურვილი გამოთქვა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრები გამხდარიყვნენ, თუმცა თურქეთის წინააღმდეგობის გამო, ჯერჯერობით ნატოში გაწევრიანება მხოლოდ ფინეთმა მოახერხა.

გაწევრიანებისას ფინეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ის არ დაუშვებდა ბირთვული იარაღის განთავსებას თავის ტერიტორიაზე, მაგრამ არ დაუწესებია შეზღუდვები სხვა სკანდინავიური ქვეყნებისთვის.

მიუხედავად გაწევრიანებამდე არსებული დათქმებისა, ფინეთი მონაწილეობას მიიღებს ნატოს ბირთვული დაგეგმვის ჯგუფის მუშაობაში, რომელიც განიხილავს და ადგენს ალიანსის ბირთვულ პოლიტიკას.

"ბირთვულ იარაღს ცენტრალური როლი აქვს ნატოს შემუშავებულ შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკაში. ჩვენც ვისარგებლებთ მათი მფარველობით და ამიტომ პოზიტიური საკითხია ფინეთისთვის სრული მონაწილეობა სხვადასხვა გზით“, - თქვა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა.

XS
SM
MD
LG