ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევი უარყოფს ბახმუტში რუსული ძალების დაწინაურებას


უკრაინა და რუსეთი კვლავ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ იმის შესახებ, თუ ვინ აკონტროლებს ქალაქ ბახმუტის უდიდეს ნაწილს. თვეების განმავლობაში ქალაქსა დ ამის შემოგარენში უმწვავესი შეტაკებები მიმდინარეობს. სამხედრო ლიდერები მდგომარეობას პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ვითარებას ადარებენ.

უკრაინული მხარე ამბობს, რომ კიევი ქალაქის 20%-ზე ბევრად მეტს აკონტროლებს და რომ "ვაგნერის ჯგუფის" ლიდერის ევგენი პრიგოჯინის მტკიცება, თითქოს რუსებმა ქალაქის 80%-ზე მეტი ჩაიგდეს ხელში, სიმართლე არ არის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ "ვაგნერმა" კიდევ სამ კვარტალზე მოახერხა კონტროლის დამყარება და რომ რუსულმა ძალებმა იერიში უკრაინის რეზერვებზე მიიტანა.

კიევზე იერიშის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, რუსეთის ძალები ძირითადად აღმოსავლეთ რეგიონებზე არიან ფოკუსირებულნი. თვეების განმავლობაში ბახმუტისთვის ბრძოლა პრესტიჟის საკითხადაც იქცა, რადგან რუსებმა ვერც ერთი მნიშვნელოვანი თუ დიდი ქალაქის ხელში ჩაგდება ვერ შეძლეს.

XS
SM
MD
LG