ნევადაში კანონმდებლები შეთანხმდნენ, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები ფოსტით ხმის მიცემით ჩატარდეს. ამ გადაწყვეტილებამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უკმაყოფილება გამოიწვია.
კანონპროექტი, რომელსაც სავარაუდოდ, დემოკრატი გუბერნატორი სტივ სისოლაკი ხელს მოაწერს, ნევადას იმ შტატების რიგს შემატებს, სადაც ფოსტით ხმის მიცემა დამტკიცდა. ამ ეტაპზე ამერიკაში 50-იდან 8 შტატმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ამ შტატებში ამომრჩევლების ხმა ავტომატურად გაიგზავნება და ამგვარად გრძელ რიგებსა და ხალხმრავლობას თავიდან აიცილებენ.
ტრამპმა საკუთარ ტვიტერ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა, რომ ფოსტით ხმის მიცემა არ იქნება ზუსტი და არჩევნების გადადების ინიციატივით გამოვიდა. თუმცა, რატომ ვერ იქნება ასეთი ფორმით ხმის მიცემა ზუსტი, პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია.
პრეზიდენტმა დაიმუქრა, რომ სასამართლოში უჩივლებს ნევადის შტატს და ასე დაბლოკავს მათ გადაწყვეტილებას არჩევნების ფორმასთან დაკავშირებით.
ნევადაში ტრამპმა 2016 წლის არჩევნებში 27,000 ხმით წააგო ჰილარი კლინტონთან, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პირველ ლედისთან და დემოკრატების მაშინდელ საპრეზიდენტო კანდიდადთან. ახლანდელი გამოკითხვებიც აჩვენებს, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამჯერადაც აგებს ნევადაში არჩევნებს და მოსახლეობის დემოკრატების სავარაუდო კანდიდატ ჯო ბაიდენს ამჯობინებს ტრამპის კანდიდატურას.
Facebook Forum