ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნალვანი შიმშილობას იწყებს


FILE PHOTO: Russian opposition leader Navalny attends a court hearing in Moscow
FILE PHOTO: Russian opposition leader Navalny attends a court hearing in Moscow

პატიმრობაში მყოფი, კრემლის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ შიმშილობას იწყებს, იქამდე სანამ ის არ მიიღებს შესაბამის სამედიცინო დახმარებას ზურგის ტკივილისა და ფეხების შეშუპების გამო.

„მე ვაცხადებ შიმშილობას და ვითხოვ რომ კანონი იქნას აღსრულებული და ჩემი სურვილის მიხედვით შერჩეულ ექიმს დართონ ჩემთან ვიზიტის უფლებას“, - თქვა ნავალნიმ, მისი იურისტების ცნობით.

44 წლის რუსი ოპოზიციონერი სასჯელს მეორე გამასწორებელ კოლონიაში იხდის, მოსკოვიდან 100 კილომეტრში. ციხე რუსეთში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი პენიტენციური დაწესებულება.

ნავალნი იანვარში მოსკოვის აეროპორტში რუსეთში დაბრუნებისას დააკავეს. ის ბერლინიდან ქვეყანაში ბრუნდებოდა ექვსთვიანი მკურნალობის კურსის შემდეგ, რომელსაც მისი მოწამვლის და კომაში ჩავარდნის შემდეგ გადიოდა. ნავალნი გასული წლის აგვისტოში, საბჭოური ნერვული აგენტით „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ის ციმბირში ფრენისას ცუდად გახდა და გონება დაკარგა.

ნავალნი აცხადებს, რომ ეს ვლადიმირ პუტინის შეკვეთით, მისი მკვლელობის მცდელობა იყო. კრემლი ამას უარყოფს.

თებერვალში მოსკოვის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ გერმანიაში მკურნალობის დროს ნავალნიმ მისი პირობითი სასჯელის პირობები დაარღვია, არ გამოცხადდა პენიტენციურ დაწესებულებაში და მას სასჯელი პატიმრობით შეუცვალა. პირობითი სასჯელი მას 3,5 წლით ჰქონდა მისჯილი, სასჯელის ნაწილი მოხდის გამო, ის საპატიმროში სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით 2,5 წელი უნდა დარჩეს.

ნავალნის ინსტაგრამის პოსტში ნათქვამია, რომ მას ძლიერი ტკივილები აქვს ზურგის არეში და დაკარგული აქვს მგრძნობელობა ქვედა კიდურების ნაწილში.ნავალნი ამბობს, რომ მას მხოლოდ გამაყუჩებელს აძლევენ და მეტ დახმარებას არ უწევენ.„მე მაქვს უფლება დავურეკო ექიმს და მივიღო წამლები. არცერთის უფლებას არ მაძლევენ“, - ამბობს ის.

ნავალნიმ ასევე ბრალი დასდო ციხის მცველებს, რომ ისინი მას ძილის დეპრივაციით აწამებენ და ამბობს, რომ ისინი მას ღამეში რვაჯერ აღვიძებენ.

ასობით რუსმა ექიმმა, ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ნავალნის მისცენ სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება, იმ ფონზე როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო შეშფოთება იზრდება.

ნავალნის დაკავებას რუსეთში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. დააკავეს ათასობით დემონსტრანტი. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა და კანადამ რუსეთს ნავალნის საქმის გამო, სანქციები დაუწესეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG