ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო და ევროკავშირი სტრატეგიულ პარტნიორობას აძლიერებს


„ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, ნატოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა, ახალ დონეზე ავიყვანოთ“ - თქვა ნატოს გენერალურმა მდივანამა, ევროკავშირთან ერთობლივ დეკლარაციაზე ხელმოწერის შემდეგ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ნატოს შტაბბინაში, ნატოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ, მესამე ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

დეკლარაცია მიზნად ისახავს ნატოსა და ევროკავშირს შორის, სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებასა და გაფართოებას. მსგავს დეკლარაციებს ხელი ასევე მოეწერა 2016 და 2018 წლებში. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აცხადებენ, რომ მესამე დეკლარაცია, ორ ორგანიზაციას შორის მიღწეულ უპრეცედენტო პროგრესს ეფუძნება.

ლიდერები მიზნად ისახავენ გაუმკლავდნენ მზარდ გეოსტრატეგიულ მეტოქეობას, მდგრადობის საკითხებს და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას. ნატოს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ ერთობლივი დეკლარაცია, „ხაზს უსვამს უფრო ეფექტურ ევროპულ თავდაცვის მნიშვნელობას, რომელიც დადებითად მოქმედებს ჩვენს უსაფრთხოებაზე, ავსებს და თავსებადია ნატოსთან.“

სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომით შექმნილი უსაფრთხოების გარემოს კონტექსტში. მისი თქმით, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება მას შემდეგ, რაც ფინეთი და შვედეთი ნატოს სრულუფლებიანი წევრები გახდება.

XS
SM
MD
LG