ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოვიდშეზღუდვების საპასუხოდ, ჩინეთი იაპონიისა და სამხრეთ კორეის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას წყვეტს


ჩინეთმა შეწყვიტა მოკლევადიანი ვიზების გაცემა სამხრეთ კორეისა და იაპონიისთვის. ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში მას შემდეგ მიიღეს, რაც იაპონიამ და სამხრეთ კორეამ ჩინეთიდან მიმავალი მგზავრებისთვის კოვიდ-19-ის უარყოფით ტესტს მოთხოვნა აღადგინეს.

თავად პეკინმა, მოგზაურებისთვის დაწესებული სავალადებულო კარანტინის წესი გააუქმა და ნება მისცა მათ თავისუფლად იმოგზაურონ. ეს ბოლო, ყველაზე დიდი კოვიდ-რეგულაცია იყო, რომელიც ჩინეთმა მოხსნა. ცვლილება ქვეყანაში კვირას გამოცხადდა.

თუმცა, ვირუსი ქვეყანაში კვლავ ვრცელდება აუცრელ მოსახლეობას შორის, მაშინ შემდეგ რაც პეკინმა ნულოვანი კოვიდ-19-ის მკაცრი პოლიტიკა შეცვალა. ვირუსის გავრცელების სისწრაფე შეშფოთებას იწვევს იაპონიის, სამხრეთ კორეის, ამერიკის და სხვა ქვეყნების მთავრობებში. სწორედ ამიტომ, მათ ჩინეთიდან მიმავალი მგზავრებისთვის სავალდებულო, ნეგატიური კოვიდ ტესტის რეგულაცია დააბრუნეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს მსგავსი რეგულაცია აქვს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩაფრენილი მგზავრებისთვის, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ ვენბიმა თქვა, რომ ქვეყანაში შესვლის ახლადდაწესებული კანონები ჩინელებისადმი "დისკრიმინაციულია".

მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქვეყანა საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს. პირველი ნაბიჯი კი სამხრეთ კორეის მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ვიზების გაცემის შეზღუდვაა.

ჩინეთის მთავრობამ, მოგვიანებით, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო იაპონიის მოქალაქეებისათვისაც და მათზეც აღარ გასცემს მოკლევადიან ვიზებს.

XS
SM
MD
LG