ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანმოში აცხადებენ, რომ კოვიდით კვირაში 10,000 ადამიანი კვდება


"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში" აცხადებენ, რომ პანდემიის მეოთხე წლის დასაწყიში, "მსოფლიო გაცილებით უკეთეს ადგილასაა, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო, ეს კი კლინიკური მენეჯმენტის, ვაქცინებისა და მკურნალობის დამსახურებაა. გასული წლების უმეტეს ნაწილში, კოვიდ-19 ის შემთხვევები იკლებდა. გაიზარდა ვაქცინაცია მსოფლიოს მასშტაბით და არსებობს პროგრესი".

თუმცა ამ დადებითი დინამიკის გარდა, ჯანმოს დირექტორი ამბობს, რომ არის ცუდი სიახლეებიც. ჯანმოს ინფორმაციით, კოვიდის დიაგნოზით ყოველ კვირაში მსოფლიოში 10,000 ადამიანი იღუპება, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებლია.

გარდა ამისა, კოვიდ-19-ის ახალი XBB.1.5 ვარიანტი , რომელიც 2022 წლის ოქტომბერში აღმოაჩინეს, ამ დროისთვის 29 ქვეყანაშია დაფიქსირებული და სწრაფად ვრცელდება,- ამბობენ ჯანმოში.

ამ მოვლენების პარალელურად, ჩინეთში კოვიდის შემთხვევების და გადადების მაღალი მაჩვენებლი ფიქსირდება, რაც ჯანმოს წამრომადგენლების აზრით, დიდი შეშფოთების საგანია.

XS
SM
MD
LG