საერთაშორისო ბირთვული სააგენტო ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის რეაქტორზე აღნიშნული აქტივობის შესახებ ავრცელებს. სააგენტოს თავმჯდომარის, იუკია ამანოს თქმით, იონგბიონის ატომურ კომპლექსზე სავარაუდოდ რეაქტორი ჩართეს. ის 2008 წელს სამხრეთ კორეას, ჩინეთს, შეერთებულ შტატებს, იაპონიას და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკების საფუძველზე იყო გაჩერებული.
35 წევრისგან შემდგარი საბჭოს წინაშე გამოსვლისას, იუკია ამანომ აღნიშნა, რომ საერთაშორისო ბირთვული სააგენტო საბოლოო დასკვნის გამოტანისგან თავს იკავებს, ვინაიდან ინსპექტორებს არ აქვთ საშუალება სიტუაცია ადგილზე გადაამოწმონ. ინფორმაცია იმავე რეაქტორზე სამუშაოების განახლების შესახებ სექტემბერში ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევითმა ინსტიტუტმაც გაავრცელა, რომელიც ამ დასკვნას სატელიტურ ფოტოებზე აფუძნებდა.