მიანმარში (ყოფილი ბირმა) საინფორმაციო სააგენტო “როიტერსის” ორი ჟურნალისტი “ოფიციალური საიდუმლოს აქტის” დარღვევის გამო სასამართლოს წინაშე წარსდგებიან. მოსამართლე იე ლუინმა უარი განაცხადა მათი საქმის დახურვაზე.
ლუინის თქმით, არ არსებობდა “სათანადო მიზეზი” იმისთვის, რომ მან 31 წლის ვა ლოუნი და 27 წლის კიაუ საო ო პატიმრობიდან გაათავისუფლოს.
ორგანიზაციამ “საერთაშორი ამნისტია” მოსამართლის გადაწყვეტილებას “საშინელი, მაგრამ სრულიად მოსალოდნელი” უწოდა და დასძინა, რომ ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს მიანმარის უკუსვლას ადამიანის უფლებების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის თვალსაზრისით.
Facebook Forum