ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით „მაიმუნის ყვავილის“ ახალი კოვიდი არ არის რადგან, მისი კონტროლისა და გავრცელების შეჩერების შესახებ ინფორმაცია ყველა ქვეყნისთვის ხელმისაწვდომია.
„ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ „მაიმუნის ყვავილს“ ერთად“, - ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანდ კლუგე და განმარტავს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელება აირ-წვეთოვანი გზით ხდებოდეს, რაც მას „კოვიდისგან“ განასხვავებს.
ვირუსული ინფექცია „მაიმუნის ყვავილის“ ახალი „კლად 1ბი“ შტამი გაცილებით სწრაფად ვრცელდება ვიდრე - მისი წინა შტამები, რის გამოც ის სპეციალისტების შეშფოთებას იწვევს. არის თუ არა უფრო მეტად მომაკვდინელები ვირუსული ინფექციის ახალი ფორმა, ამ დროისთვის უცნობია. სპეციალისტები მონაცემებს ამუშავებენ.
„მაიმუნის ყვავილის“ ახალი შტამის გავრცელების ეპიცენტრი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაა, თუმცა გასულ კვირაში მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამაოცხადა, პირველი ინფიცირებული გამოვლინდა შვედეთში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ფიქრობს, რომ ერთობლივი მუშაობით და „მაიმუნის ყვავილის“ 1 ბი განშტოების შტამზე ფოკუსირებით შესაძლოა გადაიჭრას შტამის მეორე ტიპის პრობლემაც, რომლის ფართოდ გავრცელებაც 2022 წელს მოხდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ უკანასკნელით ინფიცირების შემთხვევები ევროპის რეგიონში დღემდე ვლინდება.
„მაიმუნის ყვავილი არის ვირუსული ინფექცია, რომელსაც აქვს ვირუსული გრიპის მსგავსი სიმპტომები. ის იწვევს გამონაყარს და ჩირქოვან გამონადენებს კანზე. იშვიათ შემთხვევაში, ის ადამიანის სიკვდილსაც იწვევს. ვირუსული ინფექციის გავრცელება ხდება ახლო ფიზიკური კონტაქტით, მათ შორის სქესობრივი კავშირის გზით.
Facebook Forum