ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

5-წლიანი პატიმრობა "რადიო თავისუფლებასთან" საუბრის გამო


იური კოხოვეცი 2023 წლის აგვისტოში გამართულ სასამართლოზე. მოსკოვი, რუსეთი.
იური კოხოვეცი 2023 წლის აგვისტოში გამართულ სასამართლოზე. მოსკოვი, რუსეთი.

რუსეთის დედაქალაქის მცხოვრებ იური კოხოვეცს, მოსკოვის სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კოხოვეცი ორი წლის წინ, ქუჩაში "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტთან საკუთარი აზრის გამოხატვის გამო გაასამართლეს.

კომენტარში, რომელიც კოხოვეცმა 2022 წლის ივლისში გააკეთა, გაკრიტიკებული იყო რუსეთის უკრაინაში შეჭრა. მოსკოვის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება 17 სექტემბერს გამოიტანა და ამ ნაბიჯით გააუქმა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც აპრილში კოხოვეცს ხუთწლიანი იძულებითი შრომის განაჩენი გამოუტანა.

კოხოვეცი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე დააკავეს. წინა განაჩენი ახალთან შედარებით მსუბუქი იყო. რუსეთში იძულებითი შრომის სასჯელი ნიშნავს, რომ მსჯავრდებულებს არ აპატიმრებენ, მათ შეუძლიათ შინ დარჩენა და მუშაობა ახლომდებარე სამრეწველო დაწესებულებაში, რომელსაც მისთვის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური შეარჩევს. ამასთან, ხელფასის გარკვეულ ნაწილს ბრალდებულს სახელმწიფო აკლებს.

კოხოვეცმა დანაშაული ნაწილობრივ აღიარა და სასამართლო პროცესზე თქვა, რომ "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტთან საუბრისას, ისარგებლა გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლებით. 17 სექტემბერს მან ასევე განაცხადა, რომ არ იცოდა, რომ "რადიო თავისუფლებასთან" საუბარი სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა იყო.

ბრალდებულის ადვოკატმა ელენა შერემეტიევამ თავდაპირველ სასამართლო პროცესზე თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობის "მტკიცებულება" ეფუძნებოდა მხოლოდ სასამართლო ლინგვისტურ ექსპერტიზას, რომელიც, მისი თქმით, უხეში დარღვევებით ჩატარდა. კერძოდ, ორი ადამიანიდან, ვინც მისი განცხადებები შეისწავლა, არცერთი არ იყო სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული ლინგვისტი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG