ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვთან კიდევ ორი დრონი ჩამოაგდეს


რუსეთმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს მოსკოვის მახლობლად ორი უკრაინული დრონი ჩამოაგდო, ერთი ქალაქის სამხრეთით მდებარე მთავარ აეროპორტთან და ერთი დედაქალაქის დასავლეთით.

„კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით აღკვეთილი იქნა, მოსკოვის რეგიონის ტერიტორიაზე“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

„ორი უპილოტო საფრენი აპარატი საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, ერთი დომოდედოვოს მახლობლად, სადაც მდებარეობს რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო აეროპორტი, მეორე კი მინსკის ავტომაგისტრალთან“, - განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა.

მაისიდან მოყოლებული, რუსეთის ტერიტორიაზე, დრონებით თავდასხმები გახშირდა. ბოლო დღეებში, უკრაინულმა დისტანციურმა პილოტირებადმა ნავებმა, რომლებსაც ასევე უწოდებენ დრონებს, რუსეთის საწვავის ტანკერზე მიიტანა იერიში რუსეთის საზღვაო ძალების ბაზაზე ნოვოროსიისკის პორტში, შავი ზღვის სანაპიროზე.

უკრაინა, როგორც წესი, კომენტარს არ აკეთებს იმის შესახებ, თუ ვინ დგას რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების უკან, თუმცა ოფიციალური პირები საჯაროდ გამოთქვამენ კმაყოფილებას მათ გამო.

XS
SM
MD
LG