ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაროკოს მიწისძვრიდან მეოთხე დღეს მაშველები გადარჩენილების ძებნას აგრძელებენ


მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულების რაოდენობა, თითქმის, 2,500-მდე გაიზარდა. ეს ქვეყანაში, ბოლო 60 წლის განმავლობაში მომხდარი ყველაზე მასშტაბური და მომაკვდინებელი მიწისძვრა იყო. მაშველები მუშაობას აგრძელებენ და ცდილობენ გადარჩენილები იპოვონ.

მაროკოელ მაშველებს ესპანეთის, ბრიტანეთისა და ყატარის სამძებრო ჯგუფებიც ეხმარებიან. 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მაროკოში პარასკევს, ატლასის მთებში მოხდა. ეპიცენტრი მარაკეშიდან 72 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა.

გადარჩენილთა უმეტესობამ უკვე მესამე ღამე გაათია ღია ცის ქვეშ. მოსახლეობის სახლები დანგრეული, ან საფრთხის შემცველადაა მიჩნეული. ადგილობრივი მედია ამბობს, რომ გარდაცვლილია 2,497 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 2,476.

"განადგურების დონე აბსოლუტურია",- ამბობს ესპანელი მაშველი ანტონიო ნოგალესი. "არცერთი სახლი აღარ დგას სწორად. ძებნას ძაღლებით ვიწყებთ და ვეცდებით გადარჩენილები ვოპოვოთ",- განმარტავს მაშველი.

გადარჩენილები ამბობენ, რომ მთავრობის რეაქცია ძალიან ნელია. თუმცა, ორშაბათს სამაშველო პროცედურების დაჩქარება დაიწყეს. სატელევიზიო მიმართვაში, მთავრობის სპიკერმა, მუსტაფა ბაიატასმა თქვა, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ ადგილზე სიტუაციის მოსაგვარებლად.

მოროკომ უკვე მიიღო დახმარება ესპანეთისა და ბრიტანეთისგან. ორივე ქვეყანამ მაშველი ჯგუფები და ძაღლები გააგზავნა. არაბეთის გაერთიანებული საემიროებისგან და ყატარისგანაც, ქვეყანაში სამაშველო ჯგუფები ჩადიან.

მაროკოს დაეხმარა ევროკავშირიც. მაროკოს არასამთავრობო ორგანზიაციები ევროპისგან 1 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებენ.

XS
SM
MD
LG