ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება ავღანეთის საგარეო უწყებასთან


ქაბული, ავღანეთი
ქაბული, ავღანეთი

ავღანეთის დედაქალაქში, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის შესასვლელთან აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ოთხშაბათს ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები, თუმცა თალიბანის მიერ მართული ავღანეთის მთავრობა ოფიციალურ მონაცემებს ჯერჯერობით არ ასახელებს.

თვითმხილველების ცნობით, აფეთქება თვითმკვლელი ტერორისტის მიერ იყო მოწყობილი. "არ ვიცი, რამდენი მოკვდა ან დაშავდა... მხოლოდ ის დავინახე, რომ კაცმა თავი აიფეთქა", - ამბობს ქაბულელი მძღოლი ჯამშედ ქარიმი. დასავლეთის ქვეყნების ჟურნალისტების მიერ თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ აფეთქების ადგილზე სულ ცოტა, 20 ადამიანი დაშავდა, თუმცა ეს მონაცემი დაუზუსტებელია.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია. თალიბანის სამთავრობო უსაფრთხოების გუნდის პრესსპიკერი ხალედ ზადრანი ამბობს, რომ აფეთქება ადგილობრივი დროით, დღის 4 საათისთვის მოხდა. მისი თქმით, უსაფრთხოების გუნდი ადგილზეა და დაწყებულია გამოძიება.

ერთ-ერთმა ავღანელმა დიპლომატმა, რომელიც ვინაობის გამჟღავნებისგან თავს იკავებს, "რადიო თავისუფლებას" უთხრა, რომ ამ დროს სამინისტროში მიმდინარეობდა შეხვედრა ჩინეთის ოფიციალურ პირებთან. მისი თქმით, სამინისტროში ბევრი თანამშრომელი არ იყო, მაგრამ ძლიერი აფეთქების გამო, არიან დაშავებულები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG