სამხრეთ კორეის პრეზიდენტი სამშაბათს ფხენიანში მიემგზავრება. ოფიციალურ დელეგაციაში თითქმის 200-მდე ადამიანია, მათ შორის ქვეყნის უდიდესი კომპანიების ლიდერები. ეს სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერთა რიგით მესამე შეხვედრა იქნება, ამჯერად ჩრდილო კორეის დედაქალაქში.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები არ შემოიფარგლება კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლებისა და ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ურთიერთობის საკითხებით. ამავე ცნობებით, ეს იქნება პლატფორმა იმის საჩვენებლად, შეძლებს თუ არა სამხრეთ კორეის ლიდერი, იყოს მთავარი ფასლიტიტატორი ფხენიანსა და ვაშინგტონს შორის.
თუმცა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ზრახვების შესახებ სკეპტიციზმი კვლავ არსებობს. რეგიონის ზოგიერთი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ არაა ბოლომდე ნათელი, აპირებს თუ არა კიმ ჩენ უნი მართლაც და სრულად თქვას უარი ბირთვული იარაღისა და პროგრამების განვითარებაზე.
Facebook Forum